ბანკის შესახებ

სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი ტრადიციების მქონე ბანკია. ბანკი დღევანდელი ფორმით, მისი წინამორბედი სამი სახელმწიფო კომერციული ბანკის შერწყმის შედეგად, 1995 წელს შეიქმნა. სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” 2005 წლიდან საერთაშორისო ფინანსური ჯგუფის “ვითიბის” წევრია. სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” უმსხვილესი აქციონერია სსს ვითიბი ბანკი (VTB Bank) (აქციათა 97.14%).

სს “ვითიბი ბანკი ჯორჯია” უნივერსალური საბანკო ინსტიტუტია, რომელიც მომხმარებელს თანამედროვე კომერციული საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” განაღდებული და გაცხადებული საწესდებო კაპიტალი 191 293 მილიონ ლარს შეადგენს. 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბანკის მთლიანი აქტივები1 546 014 მლრდ. ლარს შეადგენს.

ვითიბი ჯგუფი საერთაშორისო ფინანსური ჯგუფია, რომელიც მსოფლიოს სამ კონტინენტზე (ევროპა, აზია, აფრიკა), 20-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. ვითიბი ჯგუფი ფინანსური საქმიანობის მდიდარი ტრადიციებისა და გამოცდილების მატარებელია. საფინანსო ბაზრებს, სადაც იგი წარმოდგენილია, სთავაზობს საცალო და კორპორატიული საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს. ვითიბი ჯგუფს 1000-მდე გაყიდვის წერტილი გააჩნია.