ისტორია და განვითარება

2005
2006
2007
2008

2009
2010
2011
2012
2013

2014

2014 წელს ბანკის კორპორატიულ სტილში გაფორმდა და გაიხსნა ბანკის ფილიალი გურჯაანში და ოთხი ახალი ფილიალი თბილისში.

წლის განმავლობაში, ბანკმა მომხმარებელს არაერთი ხელსაყრელი და საინტერესო აქცია შესთავაზა. სამომხმარებლო სესხების გაერთიანება, რომელიც ითვალისწინებდა სხვა ბანკებში არსებული სესხების გაერთიანებას და ყოველთვიური გადასახდელი თანხისა და საპროცენტო ხარჯის შემცირებას. ავტო დაკრედიტება და ავტო განბაჟებისთვის სესხის გამოყოფა. ერთობლივი იპოთეკური პროექტები პარტნიორ დეველოპერებთან.

თებერვალში, ვითიბი ბანკმა, მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებს, ახალი „ექსპრეს სესხი“ შესთავაზა. ექსპრეს სესხის აღება შესაძლებელია მინიმალური დოკუმენტაციის წარდგენით, სესხის მაქსიმალური თანხა შეადგენს 30,000 ლარს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სესხი მტკიცდება 45 წუთში.

მარტიდან ვითიბი ბანკმა, მომხმარებელს, პრემიუმ ბანკინგის მომსახურება შესთავაზა. პრემიუმ ბანკინგი წარმოადგენს პერსონალურ საბანკო მომსახურებას საშუალო და მაღალშემოსავლიანი ფიზიკური პირებისათვის, რომლის ფარგლებშიც ბანკის კლიენტები სარგებლობენ განსაკუთრებული მომსახურებით, ექსკლუზიური პირობებით, მრავალი შეღავათითა და პრივილეგიით.

2014 წელს ვითიბი ბანკმა მობაილ ბანკის აპლიკაცია – “VTB Mobile“ შესთავაზა მომხმარებელს, რომლის მეშვეობით შესაძლებელია დისტანციურად, დღე–ღამის ნებისმიერ დროს, საბანკო ანგარიშების და ბარათების მართვა, გადარიცხვების წარმოება, სესხების და დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის მიღება, მობილური ბალანსის შევსება, კომუნალური და სხვა მომსახურების საფასურის გადახდა.

ვითიბი ბანკი აქტიურად აფინანსებს  კულტურისა და სპორტის აქტივობებს საქართველოში და ამ მხრივ გამონაკლისი არც 2014 წელი იყო.  ბანკის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორისაა: რუსთაველის დრამატული თეატრი; თელავის დრამატული თეატრი; გრიბოედოვის სახ. თეატრი; ტანვარჯიშის  ეროვნული ფედერაცია; რაგბის ეროვნული ნაკრები; ბავშვთა რაგბის გუნდი  „ჩოხოსნები“; საფეხბურთო კლუბი საბურთალო; ცხენოსნობის ფედერაცია; წყალბურთის ეროვნული ნაკრები.