ახალი ამბები და პრეს რელიზები


16 ივლისი 2013

ვითიბი ბანკის ახალი ონლაინ კრედიტი - „სესხი 5 წამში“

12 ივლისიდან ვითიბი ბანკი, ყველა თავის სახელფასო კლიენტს, ახალ ინოვაციურ საკრედიტო პროდუქტს - Online Credit-ს სთავაზობს. ონლაინ სესხის მიღება შესაძლებელია როგორც ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებული მარტივი განაცხადის შევსებით, ასევე ბანკის ქოლ ცენტრის მეშვეობით. პროდუქტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ კრედიტის მიღება 5 წამშია შესაძლებელი, კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში. 

სესხი გაიცემა 1 თვით, ნებისმიერი მიზნობრიობით და მაქსიმალური თანხა შეადგენს 300 ლარს. შესაძლებელია ვადის ავტომატური პროლონგაცია. 

Online Credit-ის დაფარვა შესაძლებელია ვითიბი ბანკის ფილიალებში, ინტერნეტ ბანკით, სწრაფი გადახდის ტერმინალებით და ქოლ ცენტრიდან - ქოლ სერვისით მომსახურების შემთხვევაში.

ვითიბი ბანკის ონლაინ კრედიტი - „სესხი 5 წამში“,  დღეს საქართველოში ყველაზე სწრაფი საკრედიტო პროდუქტია, რომელიც 24/7 განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

დაბრუნება სიაში