ახალი ამბები და პრეს რელიზები


9 მარტი 2017

ვითიბი ბანკმა, WORLD ELITE MASTERCARD® - მა და ნინო ქათამაძემ ერთობლივ თანამშრომლობაზე განაცხადეს

ვითიბი ბანკმა,  WORLD ELITE MASTERCARD® - მა და  ნინო ქათამაძემ ერთობლივ თანამშრომლობაზე განაცხადეს.

ამის შესახებ 9 მარტს გამართულ პრეს კონფერენციაზე გახდა ცნობილი. ვითიბი ბანკი, WORLD ELITE MASTERCARD®-ი და მომღერალი ნინო ქათამაძე ერთი წლის განმავლობაში ერთობლივი პროექტების, სარეკლამო კამპანიების და ღონისძიებების ფარგლებში ითანამშრომლებენ.

აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში 10 და 11 მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძის სოლო კონცერტები გაიმართება. კონცერტის გენერალური სპონსორია «ვითიბი ბანკი“   და WORLD ELITE MASTERCARD®-ი.   ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა დასახმარებლად გადაირიცხება. 

ნინო ქათამაძე და ჯგუფი "INSIGHT" ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან,  “GEORGIAN BRASS”-თან, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდთან და უცვლელ შემოქმედებით პარტნიორ - მაესტრო ნიკოლოზ რაჭველთან ერთად შეასრულებს  კომპოზიციებს   ახალი ალბომიდან “YELLOW”.

ამასთანავე, პირველად საქართველოში, ვითიბი ბანკი, საერთაშორისო საგადახდო სისტემა Mastercard-თან ერთად იწყებს უმაღლესი კლასის პრემიალური ბარათის - World Elite Mastercard - ის გამოშვებას. World Elite Mastercard VIP-კლასის საბანკო პროდუქტია, რომელიც ბარათის მფლობელებს განსაკუთრებული პრივილეგიების სამყაროს კარს უხსნის.

ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა:

 «დღეს ორ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოგიდგენთ: ვითიბი ბანკი, როგორც ნოვატორი კომპანია, მომხმარებელს კვლავ  სიახლეს სთავაზობს და პირველად საქართველოში ნერგავს MASTERCARD -ის  პრემიალურ  და ყველაზე მაღალი კლასის ბარათს - WORLD ELITE-ს. ეს არის უნიკალური ბარათი, რომელიც უამრავ შესაძლებლობას და ფინანსურ კომფორტს უქმნის მოხმარებელს.

ასევე ჩვენ დღეს ნინო ქათამაძესთან უმნიშვნელოვანეს თანამშრომლობას უყრით საფუძველს. ნინოსთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს ხოლო აღნიშნული კონცერტები ურთიერთობის ახალი ეტაპის  დასაწყისია. თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი საინტერესო იდეის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც საზოგადოებას უახლოესი წლის განმავლობაში ერთობლივად წარვუდგენთ.  დარწმუნებული ვართ ჩვენი და ნინო ქათამაძეს თანამშრომლობის მანძილზე არაერთი წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტის  განხორციელებას შევძლებთ».    

WORLD ELITE MASRECARD® – ეს ბარათზე მეტია, ეს არის  პრესტიჟისა და დახვეწილი გემოვნების სიმბოლო და  განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობის საშუალება. გარდა ფართო ფინანსური შესაძლებლობებისა,  ასევე სხვადასხვა კომპანიების ექსკლუზიური  წინადადებებისა საქართველოსა და მთელს მსოფლიოში, ბარათის მფლობელები მიიღებენ უამრავ ფასდაუდებელ შთაბეჭდილებას იმ ღონისძიებებისგან, რომელთაც  MASTERCARD–ი მსოფლიოში სახელგანთქმულ თეატრებთან, მუზეუმებთან, სასტუმროებთან, რესტორნებთან, მაღაზიებსა და ბრენდებთან თანამშრომლობის შედეგად ახორციელებს.  ჩვენ ძალზე მოხარულნი ვართ შესაძლებლობით წარმოვადგინოთ ჩვენი   ტოპ– პროდუქტი საქართველოს ბაზარზე და მხარი დაუჭიროთ „ვითიბი ბანკ ჯორჯიასთან“ ერთად ასეთ მნიშნელოვან მუსიკალურ ღონისძიებას,» – განაცხადა MASTERCARD–ის რეგიონურმა დირექტორმა  საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში  - იგორ სტეპანოვმა. 


დაბრუნება სიაში