ახალი ამბები და პრეს რელიზები


27 აპრილი 2017

ვითიბი ბანკი ფულად გზავნილებზე აქციას იწყებს

ვითიბი ბანკის ფულადი გზავნილების სარგებლობისას, მომხმარებელს უფასოდ გადაეცემა გზავნილების ბარათი. აღნიშნული ბარათი შექმნილია სპეციალურად ფულადი გზავნილის მისაღებად, მისი აღება და მომსახურება უფასოა, ხოლო თანხის განკარგვა ბევრად მარტივი და მოსახერხებელი.

გზავნილის ბარათის და ვითიბი ბანკში არსებული ანგარიშის მფლობელებისთვის, ფულადი გზავნილების განაღდება შესაძლებელია ბანკის ქოლ სერვისის მომსახურებით ან ინტერნეტბანკის გამოყენებით.

სატელეფონო ცენტრის და ინტერნეტბანკის გამოყენებით შესაძლებელია შემდეგი სისტემების გზავნილების განაღდება: Anelik, Contact, Intel Express, Inter Express, Leader, Unistream, Western Union, ექსპრესი.


დაბრუნება სიაში