ახალი ამბები და პრეს რელიზები


13 ივნისი 2017

ვითიბი ბანკმა სესხებზე საზაფხულო აქცია დაიწყო

ვითიბი ბანკი, მომხმარებელს, სესხებზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. საზაფხულო აქციის ფარგლებში, შესაძლებელია, სესხის აღება დაბალი საპროცენტო განაკვეთით და სამ თვიანი საშეღავათო პერიოდით, რაც გულისხმობს იმას, რომ სესხის გადახდას იწყებთ სამი თვის შემდეგ. ამასთან ერთად, ყველა მსესხებელს, ვითიბი ბანკი საჩუქრად გადასცემს 3 თვის დაზღვევას. საზაფხულო აქციის პირობები ვრცელდება სამომხმარებლო, იპოთეკური, ავტო სესხებით და ექსპრეს განვადებით სარგებლობისას.

აქციის ფარგლებში განახლებული პირობები მოქმედებს სამომხმარებლო სესხებზე, მაქსიმალური თანხა  შეადგენს 45000 ლარს, სესხის აღება შესაძლებელია ხუთ წლამდე ვადით. 



დაბრუნება სიაში