ახალი ამბები და პრეს რელიზები


2 ოქტომბერი 2017

ვითიბი ბანკი მარჯანიშვილის თეატრის გენერალური პარტნიორი გახდა

2 ოქტომბერს გამართულ პრეს კონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ ვითიბი ბანკი კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის გენერალური პარტნიორი  გახდა. აღნიშნული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ  და მარჯანიშვილის თეატრის დირექტორმა ეკატერინე მაზმიშვილმა.

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, მარჯანიშვილის თეატრი, ოთხმოცდამეათე სეზონს, 3 ოქტომბერს იწყებს. პრემიერაზე წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „ნავიგატორი“, დამდგმელი რეჟისორები ლევან წულაძე და ანა ცუცქირიძე.

ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ, პრეს კონფერენციაზე განაცხადა: ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან თანამშრომლობას ვიწყებთ მარჯანიშვილის თეატრთან. ვთვლით, რომ ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა აუცილებელია ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის, რათა კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალება მიეცეს. აღნიშნული თანამშრომლობით ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ამ საქმეში, რაც, დარწმუნებული ვარ, წარმატების მომტანი იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე მარჯანიშვილის თეატრისთვის.



დაბრუნება სიაში