ახალი ამბები და პრეს რელიზები


23 ოქტომბერი 2017

ვითიბი ბანკის მხარდაჭერით თბილისიმარათონი გაიმართა

22 ოქტომბერს, ვითიბი ბანკის მხარდაჭერით,  თბილისიმარათონი გაიმართა, რომელშიც  2300-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. საქველმოქმედო გარბენში 600- მდე უცხოელმა,  ბავშებმა და მოზრდილებმა მიიღეს მონაწილეობა. მარათონი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შემოსული თანხა „კასპის შშმ პირთა კავშირის“ სოციალური საწარმოს მოწყობას მოხმარდება.

თბილისიმარათონი არის ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი, რომელიც კომპანია ჰაიდელბერგცემენტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით იმართება. 
ღონისძიება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.

ვითიბი ბანკი წელს პირველად გახდა თბილისიმარათონის პარტნიორი.

 


დაბრუნება სიაში