კარიერა ვითიბიში


პერსონალის შერჩევა სს "ვითიბი ბანკ ჯორჯიაში" გამჭვირვალე პროცესია. ბანკის ხელმძღვანელობა ორიენტირებულია ახალგაზრდა, პერსპექტიული, ენერგიული და ნიჭიერი კადრების დასაქმებაზე, პერსონალის განვითარებასა და მაღალი დონის პროფესიონალებად ჩამოყალიბებაზე. 

შერჩევის პროცესი რამოდენიმე ეტაპისაგან შედგება: 
  • ტესტირება კანდიდატის ლოგიკური და მათემატიკური აზროვნების შეფასების მიზნით
  • ჯგუფური გასაუბრება
  • ინდივიდუალური გასაუბრება
  • სტაჟირება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში
  • სტაჟირების შემდგომი შეფასება ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე
წარმატებულ კანდიდატებს ვთავაზობთ:
  • საქართველოს ბაზარზე აქტიურად განვითარებადი საერთაშორისო საბანკო გუნდის წევრობას
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ფართო შესაძლებლობებს
  • ღირსეულ ანაზღაურებას

მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა ამჟამად ვაკანსიები, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV თანდართული ფოტოსურათით ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ. ფოსტაზე vacancy@vtb.com.ge ან წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, გ. ჭანტურიას ქ.#14, პერსონალის სამმართველო. 

ბანკში ვაკანსიების წარმოშობისთანავე გადაიხედება მუშაობის დაწყების მსურველთა უკვე წარმოდგენილი ინფორმაცია და თუ მათი მონაცემები დააკმაყოფილებს არსებული ვაკანსიისათვის საჭირო მოთხოვნებს, პერსონალის სამმართველოს თანამშრომელი დაგიკავშირდებათ ტელეფონით.

გისურვებთ წარმატებებს!
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდებით