კორპორატიული ბარათები


საბანკო ბარათი ვიზა ბიზნესი (VISA BUSINESS) – თქვენი საიმედო პარტნიორია ბიზნესში. იგი განკუთვნილია ორგანიზაციის წარმომადგენლობითი, სამივლინებო და სამეურნეო ხარჯების ასანაზღაურებლად. ბარათის საშუალებით უპრობლემოდ შეძლებთ განახორციელოთ ბიზნეს გარიგება ნებისმიერ ვალუტაში. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ საბარათე ანგარიშის შევსება მივლინებაში მყოფი თანამშრომლებისთვის. ანგარიშების ყოველთვიური ამონაწერი საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ თქვენი ორგანიზაციის ხარჯები.