საბანკო გარანტია

პრაქტიკული გამოცდილებით ირკვევა, რომ სწორად შედგენილი ხელშეკრულებაც კი ყოველთვის ვერ დაგიცავთ კონტრაგენტების მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობისგან. როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სამოქალაქო–სამართლებრივ გარიგებებში მონაწილე მხარეთა ფინანსური ინტერესების დაცვა? გამოსავალი სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ საბანკო გარანტიაა.

რა არის საბანკო გარანტია?

საბანკო გარანტია წარმოადგენს ბანკის გამოუთხოვად ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. საბანკო გარანტია არის დამოუკიდებელი ვალდებულება და მისი პირობების თანახმად, ბანკი ვალდებულია გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე.

საბანკო გარანტია გამოუთხოვადია — ის არ შეიძლება გამოთხოვილ იქნეს გარანტიის გამცემის მიერ, თუ მასში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

გარანტიის გაცემის დროს ბანკი საგულდაგულოდ ამოწმებს თავისი კლიენტის რეპუტაციას, ამდენად, საბანკო გარანტია ადასტურებს როგორც კომპანიის ფინანსურ მდგრადობას, ასევე მის უნარს, შეასრულოს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები.

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ გასცემს ყველა სახის, ადგილობრივ და საერთაშორისო, საბანკო გარანტიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბენეფიციარების სასარგებლოდ. ასევე, ახდენს სხვა ბანკების მიერ გაცემული გარანტიების აუთენთიფიკაციასა და ავიზირებას.

გარანტიის ძირითადი ტიპები:

  • ონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების გარანტია

ბანკი პრინციპალის დავალებით იღებს ვალდებულებას, ბენეფიციარს (მყიდველს ან დამკვეთს) გადაუხადოს საგარანტიო თანხა, მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

  • ავანსის დაბრუნების გარანტია

ამ სახის გარანტიით ბანკი იღებს ვალდებულებას დააბრუნოს ჩარიცხული ავანსის თანხა (ან მისი გამოუყენებელი ნაწილი), პრინციპალის მიერ ავანსის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში.

  • სატენდერო გარანტია

ბანკი ვალდებულია ბენეფიციარს გადაუხადოს საგარანტიო თანხა, ტენდერში გამარჯვებულის მიერ ტენდერით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

  • გადახდის გარანტია

გადახდის გარანტია— საბანკო გარანტიის გავრცელებული სახეა, რომელიც ძირითადად კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.

  • საბაჟო ორგანოების სასარგებლოდ გაცემული გარანტია

ამგვარი გარანტია უზრუნველყოფს საბაჟო გადასახადების გადახდას აქციზური მარკების მიღების დროს, ვალდებულებათა შესრულებას საბაჟო საწყობების გასახსნელად, ლიცენზიების გაფორმებისას, საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანისას და სხვა გარიგებათა დადებისას.

  • ხარისხის გარანტია

გარანტია გაიცემა მოწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების უხარისხობის გამო ბენეფიციარისთვის მიყენებული ზარალის ანაზაურების ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

  • სააღსრულებო ბიუროს სასარგებლოდ გაცემული გარანტია

ამ ტიპის საბანკო გარანტია უზრუნველყოფს უძრავ–მოძრავი ქონების შესაძენად ჩატარებულ აუქციონებში მონაწილეობას

და სხვა

ტარიფები

პირდაპირი გარანტია (ადგილობრივი)

გარანტიის გაცემა (დეპოზიტით არაუზრუნველყოფის შემთხვევაში)0.2%-0.35% (მინ. 30 ლარი) + 0.25%-0.65% თვეში
გარანტიის გაცემა (დეპოზიტით უზრუნველყოფის შემთხვევაში)0.2%-0.35% (მინ. 20 ლარი) + 0.25%-0.35% თვეში
ცვლილება გარანტიაშიმინ. 50 ლარი
გარანტიის გადახდა მოთხოვნით0.08% (მინ. 50 ლარი, მაქს. 100 ლარი)
--
არაპირდაპირი გარანტია (საერთაშორისო)
--
უცხოური ბანკის მიერ ვითიბი ბანკის კონტრგარანტიის საფუძველზე გარანტიის გაცემა0.2%-0.35% (მინ. 150 $) + 0.3%-0.45% (მინ. 50$ თვეში)
ცვლილება გარანტიაში120 $
გარანტიის გადახდა მოთხოვნით0.2% (მინ. 120 $, მაქს. 200 $)
გარანტიის ანულირება120 $
ამატებითი ხარჯები
--
ფოსტა და კომუნიკაცია  ფაქტის მიხედვით 
სხვა დამატებითი ხარჯებიფაქტის მიხედვით 
--
გარანტიის ავიზირება ვითიბი ბანკის ფინანსური პასუხისმგებლობის გარეშე
--
გარანტიის ავიზირება   50 $ 
ცვლილება გარანტიაში50 $