აკრედიტივი

რა არის აკრედიტივი?

აკრედიტივი წარმოადგენს ემიტენტი ბანკის მყარ ვალდებულებას, საქონლის ან მომსახურების გამყიდველს გადაუხადოს განსაზღვრული ფულადი სახსრები საქონლის გაგზავნის ან მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების დროულად და სათანადოდ წარმოდგენისას. ამდენად, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება აკრედიტივის მოთხოვნებს, გაგზავნილი საქონლის/გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია მყიდველის თანხმობის გარეშე.

სს ,,ვითიბი ბანკი  ჯორჯია’’ ხსნის ყველა სახის გამოუთხოვად დოკუმენტურ  აკრედიტივს (სტენდბაი, რევოლვერული, ბექ თუ ბექ, წითელი ხაზით, ტრანსფერაბელური) აკრედიტივებს გადახდის შესრულების ტიპების მიხედვით (პირდაპირი გადახდა; განვადებით გადახდა; აქცეპტი; ნეგოციაცია), იმ ქვეყნების  ბენეფიციარების სასარგებლოდ, რომლებზეც არ ვრცელდება საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციები. 

  იმავე ტიპის აკრედიტივები იხსნება რეზიდენტი ბენეფიციარების სასარგებლოდაც.

ვითიბი ბანკი ექსპორტიორებისთვის

  • აკრედიტივების აუთენთიფიკაცია და ავიზირება
  • აკრედიტივების ტრანსფერი
  • კონსულტაცია აკრედიტივის პირობებთან და ამ პირობების თანახმად მოთხოვნილი დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებით
  • უცხოური საკორესპონდენტო ბანკების მიერ გახსნილი აკრედიტივების დადასტურება
  • წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება და აღმასრულებელ ბანკებში გაგზავნა
  • საექსპორტო აკრედიტივების დადასტურება და გადატვირთული საქონლის ღირებულების მოკლე პერიოდში მიღების გზით ექსპორტიორის ლიკვიდობის გაუმჯობესება
  • საექსპორტო საქონლის შესაძენად Packing Loan-ის გაცემის შესაძლებლობა და სხვა

ვითიბი ბანკი იმპორტიორებისთვის

  • კონსულტაციები ჯერ კიდევ კონტრაქტის ხელმოწერამდე
  • ყველა ტიპის აკრედიტივის გახსნა
  • აკრედიტივების დადასტურება პირველხარისხოვანი ბანკების მიერ
  • გადავადებული გადახდის ფინანსირება და დისკონტირება
  • წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორის გადამოწმება
  • აკრედიტივის თანხის გადახდა და სხვა

საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დაფინანსება

საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დაფინანსება — სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ვითიბი ბანკი კლიენტებს სთავაზობს ყველა ტიპის დაუფარავი აკრედიტივის გახსნას კლიენტის სახსრების წინასწარი დაჯავშნის გარეშე, ამ მიზნით კლიენტისათვის დამტკიცებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში. დაფარვის ფორმირება ხდება წინასწარ დადგენილი გრაფიკით, საქონლის ჩამოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამდენად, კლიენტს  შესაძლებლობა ეძლევა, შეიძინოს საქონელი, ჩაუშვას საწარმოო ციკლში, ხოლო შეძენილი საქონლის ღირებულება გადაიხადოს გაცილებით გვიან.

აკრედიტივის ამ სახით სტრუქტურირება საკმაოდ რენტაბელურია კლიენტისთვის, რადგანაც, გარდა იმისა, რომ მას შეუძლია საკუთარი ფულადი სახსრების წინასწარი გაყინვის გარეშე შეიძინოს საქონელი, ოპერაციის სრული ციკლი ფინანსდება უცხოური, გაცილებით იაფი ფინანსური რესურსებით, რაც ასევე მნიშვნელოვნად აიაფებს სრული ტრანზაქციის ღირებულებას.

ტარიფები

საიმპორტო აკრედიტივი

აკრედიტივის გახსნა0.3% (მინ. 120 $)
აკრედიტივის მომსახურებაშეთანხმებით
ცვლილება აკრედიტივში120 $
აკრედიტივის ანულირება100 $
აკრედიტივის ან მისი ნაწილის ტრანსფერი0.4% (მინ. 120 $)
აკრედიტივის დოკუმენტური შემოწმება და გადახდა     0.2% (მინ. 120 $)
აკრედიტივის გახსნა და მომსახურება ეროვნულ ვალუტაში   შეთანხმებით
--
საექსპორტო აკრედიტივი
--
აკრედიტივის ავიზირება0.2% (მინ. 120 $)
აკრედიტივის დადასტურებაშეთანხმებით
ცვლილება აკრედიტივში120 $
აკრედიტივის ანულირება100 $
აკრედიტივის ან მისი ნაწილის ტრანსფერი0.4% (მინ. 120 $)
აკრედიტივის დოკუმენტური შემოწმება და გადახდა0.2% (მინ. 120 $)
სხვა ბანკის მიერ გახსნილი აკრედიტივის ავიზირება სხვა ბანკის კლიენტზე    50 $
--
დამატებითი ხარჯები 
-- 
ფოსტა და კომუნიკაციაფაქტის მიხედვით
წინასწარი ავიზირება100 $
სხვა დამატებითი ხარჯებიფაქტის მიხედვით