დაკრედიტება

სესხი გაიცემა შემდეგი მიზნობრიობით:

  • ძირითადი საშუალებების შესაძენად;
  • საწარმოო სიმძლავრეების მოდერნიზაციის და შეკეთებისთვის;
  • საბრუნავი საშუალებების, მარაგების შესავსებად;
  • ექსპორტისა და იმპორტის დასაფინანსებლად.

სესხის საერთო პირობები:

  • საწარმოს სიმძლავრეების შექმნის, მოდერნიზაციის ან გაფართოვების მიზნით, 5 წლამდე ვადით;
  • საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად, 2 წლამდე ვადით;
  • ექსპორტისა და იმპორტის დასაფინანსებლად, 2 წლამდე ვადით;
  • სესხის დაფარვა ხორციელდება წინასწარ შეთანხმებული გრაფიკით.

პრიორიტეტები:

  • მსესხებელ კომპანიას გააჩნია დასაკრედიტებელ ბიზნესში სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
  • კომპანია რენტაბელურია, რაც დასტურდება ოფიციალური ფინანსური დოკუმენტაციით;
  • მსესხებელს აქვს ბანკთან თანამშრომლობის საკმარისი გამოცდილება და დამაკმაყოფილებელი საკრედიტო ისტორია;

სესხის უზრუნველსაყოფად მიიღება:

  • კომპანიის ან მესამე პირის უძრავი ქონება;
  • მსესხებელი კომპანიის მენეჯერებისა და დამფუძნებლების პირადი ქონება;
  • კომპანიის ლიკვიდური საქონელი და მატერიალური მარაგი;
  • ბანკისათვის მისაღები ორგანიზაციების საგარანტიო წერილი;
  • ვითიბი ბანკში განთავსებული მესამე პირის ფულადი დეპოზიტები.