სტრატეგია

ღსს „ვითიბი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „ვითიბი ჯგუფის“ 2010–2013 წწ. განვითარების ახალი სტრატეგიის დამტკიცების შესახებ. ვითიბის ახალი სტრატეგია –ეფექტური ზრდის სტრატეგიაა, რომელიც გულისხმობს შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას მათი სტრუქტურის ხარისხობრივი გაუმჯობესებისა და ბიზნესის ეფექტიანობის ფონზე. წინა ეტაპისგან განსხვავებით, როდესაც ძირითადი ამოცანა ბიზნესის მოცულობისა და ბაზრის წილის აგრესიული ზრდა იყო, ამჟამად პრიორიტეტულია ეფექტიანობის ამაღლება, კაპიტალის მიზნობრივი მოგების მიღწევა და ჯგუფის კაპიტალიზაციის ზრდა.

2013 წლის ბოლოსთვის „ვითიბი ჯგუფის“ ძირითად მიზანს წარმოადგენს 2010 წელთან შედარებით მოგების 2–ჯერ მეტი ზრდა; ROE არანაკლებ 15% –სა მთლიანად ჯგუფში და 20% მეტი– მაღალი მარჟის მქონე ბიზნესის სახეობებისთვის; საბაზრო კაპიტალიზაციის მნიშვნელოვანი ზრდა; შემოსავლების სტრუქტურის ხარისხობრივი ცვლილება და ჯგუფის ფინანსური შედეგების სტაბილურობის ზრდა.

ჯგუფი გააგრძელებს ბიზნესის დივერსიფიცირების პოლიტიკას, რის შედეგად შეიქმნება რამდენიმე ძირითადი ბიზნესმიმართულება, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ჯგუფისათვის მოგების თვალსაზრისით: კორპორატიული, საინვესტიციო და საცალო ბიზნესი, საზღვარგარეთის ქსელი. ამასთანავე იზრდება მაღალი მარჟის მქონე ბიზნესის წილი, ისეთი, როგორიცაა საცალო და საინვესტიციო ბიზნესი. ასევე ჯგუფის საოპერაციო შემოსავლებში გაიზრდება საკომისიო შემოსავლების წილი, გაუმჯობესდება ფონდირების სტრუქტურა, შემცირდება ბიზნესის კონცენტრირება.

ბიზნესის თითოეული მიმართულებისთვის ახალი სტრატეგიის ფარგლებში განსაკუთრებული მიზნებია განსაზღვრული.

კორპორატიული ბიზნესის პრიორიტეტული ამოცანებია:

  • ძლიერი ტრანზაქციური ბანკინგის განვითარება და კლიენტებისათვის „ვითიბი ბანკის“ ძირითად საანგარიშსწორებო ბანკად გარდაქმნა;
  • კორპორატიული საინვესტიციო ბანკის შექმნა; მსხვილი კლიენტების მომსახურებაში „ვითიბი ბანკის“ წილის გაზრდა საინვესტიციო პროდუქტების კროს–გაყიდვების ხარჯზე;
  • მსხვილი ბიზნესის ქვესეგმენტისა და საშუალო ბიზნესის სეგმენტის აქტიური კლიენტების რიცხვის გაზრდა;
  • პრიორიტეტულ დარგებში ბაზარზე საუკეთესო გუნდების შექმნა

საინვესტიციო ბიზნესის კუთხით ძირითადი პრიორიტეტებია:

  • ჯგუფის კლიენტთა ძირითადი სეგმენტისთვის ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მომსახურების პლატფორმის შექმნა;
  • შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა;
  • ძირითად პროდუქტებზე პოზიციის შენარჩუნება ტოპ–3 დონეზე

საცალო ბიზნესის ძირითადი მიზანია – მოგების მნიშვნელოვანი ზრდა ბიზნესის დინამიკური განვითარების ხარჯზზე და მისი ეფექტიანობის ამაღლება, ასევე ბაზრისა და საცალო ბიზნესის წილის გაზრდა ჯგუფის პორტფელში. საცალო ბიზნესის ფარგლებში ჯგუფი შემდეგ მიზნებს ისახავს:

  • გაყიდვებისა და მომსახურების ქსელისა და ალტერნატიული არხების შემდგომი განვითარება;
  • სეგმენტზე ორიენტირებული მიდგომა კლიენტთა მომსახურებასთან მიმართებით;
  • ინფორმაციული პლატფორმისა და ტექნოლოგიების დახვეწა;
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება
  • დსთ–ს ქვეყნებში საცალო ბიზნესის განვითარებისთვის დსს „ვითიბი 24“-ს გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გამოყენება.

2010–2013 წწ. შვილობილი ფინანსური კომპანიების განვითარების სტრატეგია გულისხმობს ეფექტიანი, დივერსიფიცირებული და რენტაბელური ბიზნესის შექმნას, პროდუქტის შეთავაზების განვითარების ხარჯზე კომპანიების პოზიციის მიღწევასა და შენარჩუნებას შესაბამის სეგმენტებში, რეგიონული ქსელისა და გაყიდვების სხვა არხების განვითარებას .

საერთაშორისო განვითარების კუთხით ძირითად ამოცანას წარმოადგენს ბიზნესის ეფექტური განვითარება ბაზარზე, სადაც ჯგუფი უკვე არის წარმოდგენილი. ჯგუფისთვის დსთ საკვანძო რეგიონს წარმოადგენს, სადაც ჩვენი მიზანია ბაზარზე პოზიციების გამყარება, საცალო ბიზნესის აქტიური განვითარება, ქსელის ეფექტიანობისა და ბიზნესპროცესების განვითარება. ევროპაში, აზიასა და აფრიკაში ჯგუფი ძირითადად ფოკუსირებულია რუსეთის და დსთ–ს ქვეყნების კლიენტების მომსახურებაზე, რითაც ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, დსთ–ს ქვეყნებიდან კლიენტთა ექსპანსიას საერთაშორისო ბაზრებზე და სთავაზობს მათ საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე მომსახურების უნიკალურ სპექტრს.

უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს ზრდადი ბიზნესის მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ვითიბი ბანკი გეგმავს მნიშვნელოვნად გაზარდოს საოპერაციო ეფექტურობა ბიზნესპროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის ხარჯზე, ინფორმაციული პლატფორმისა და ტექნოლოგიების სრულყოფას ჯგუფის ყველა კომპანიაში.

ამასთანავე, აუცილებელია ჯგუფის მართვის სისტემის სრულყოფა სხვადასხვა სახის ბიზნესს შორის სინერგიული ეფექტის მაქსიმიზაციისა და რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ ჯგუფის ფართო ქსელის არსებობით განპირობებული უპირატესობის მაქსიმალურად გამოყენების მიზნით.

ვითიბის მართველობის წევრმა კატერინა პეტელინამ აღნიშნა: „დასახული მიზნების მიღწევა „ვითიბი ჯგუფს“ საშუალებას მისცემს შექმნას პრინციპულად განსხვავებული მასშტაბისა და ეფექტურობის მქონე ბიზნესი, რაც თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს საბაზრო კაპიტალიზაციაზე“.

2010-2013 წწ. ვითიბი ჯგუფის განვითარების სტრატეგია
vtb_strategy_web_pages_020710.pdf, 5 MB, 2 ივლისი 2010

2010-2013 წწ. ვითიბი ჯგუფის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია
Presentation_of_VTB_Strategy_RU.pdf, 1 MB , 7 ივლისი 2010