მმართველობა ვითიბი ჯგუფში

ვითიბი ჯგუფი წარმოადგენს ერთ-ერთ მოწინავე საერთაშორისო საფინანსო ჯგუფს. ვითიბი ჯგუფში შემავალი კომპანიები კლიენტებს სთავაზობენ საფინანსო მომსახურების ფართო დიაპაზონს და საბანკო პროდუქტებს მსოფლიოს სამი ნაწილის ( ევროპა, აზია და აფრიკა) 20 ქვეყანაში.

ვითიბი ჯგუფში შედის ღსს ვითიბი ბანკი ( შემდგომ - ვითიბი ან ბანკი ),საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები, რომელთა საწესდებო კაპიტალში ბანკის წილობრივი მონაწილეობა შეადგენს ხმის მიცემის პროცესში მონაწილე აქციების/ წილის საერთო რაოდენობის 50% -ზე მეტს და რომლებიც ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციის მიხედვით წარმოადგენენ საკრედიტო ორგანიზაციებს (რომლებიც ახორციელებენ საბანკო ოპერაციებს) ან საფინანსო ორგანიზაციებს (რომლებიც არ წარმოადგენენ საკრედიტო ორგანიზაციებს და ეწევიან ფინანსური სახის მომსახურებას)

ამჟამად ვითიბის წილობრივი მონაწილეობა შეადგენს 50%-ზე მეტს 12 საკრედიტო და 9 საფინანსო კომპანიის საწესდებო კაპიტალში.

გერმანიასა და საფრანგეთში ვითიბი ჯგუფი წარმოდგენილია ვითიბი ჯგუფის სუბჰოლდინგის შემადგენლობაში მყოფი ბანკების სახით, რომლებიც შექმნილია ვითიბი ბანკ (ავსტრიის) AG ბაზაზე. ვითიბისა და შვილობილი კომპანიების ფილიალები მდებარეობს ინდოეთში, ჩინეთსა და სინგაპურში. ვითიბი ახორციელებს საქმიანობას ვიეტნამის ბაზარზე, სადაც იგი წარმოდგენილია ვიეტნამ-რუსეთის ბანკის სახით (Vietnam-Russia Joint Venture Bank, VRB). ვიეტნამ-რუსეთის ბანკი არ შედის ვითიბი ჯგუფის შემადგენლობაში, მაგრამ იმის გამო, რომ აქციათა მნიშვნელოვანი პაკეტი ვითიბის ეკუთვნის, ბანკი მის საქმიანობაზე არსებით გავლენას ახდენს.

ვითიბი ჯგუფის საორგანიზაციო სტრუქტურა

(სუბჰოლდინგ ,,ვითიბი ბანკი (ავსტრია)’’ AG და Vietnam-Russia Joint Venture Bank ჩათვლით)
2009 წლის 01.06. მდგომარეობით

საფინანსო ორგანიზაციები საკრედიტო ორგანიზაციებიფილიალები საზღვარგარეთ
Russia
CJSC UDC
100%
CJSC Bank VTB 24
98,41%
CIS
Europe
ITC Consultants (Cyprus) Ltd.
100%
Asia &
Africa
   Singapore branch

ვითიბი ჯგუფი - ბანკი, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები, რომელთა საწესდებო კაპიტალში ბანკის წილობრივი მონაწილეობა შეადგენს ხმის მიცემის პროცესში მონაწილე აქციების / წილის საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს და რომლებიც ქვეყანის კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციის მიხედვით წარმოადგენენ საკრედიტო ორგანიზაციებს (ანუ, ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ საბანკო ოპერაციებს) ან საფინანსო ორგანიზაციებს (რომლებიც არ წარმოადგენენ საკრედიტო ორგანიზაციებს და ახორციელებენ ოპერაციებს ფინანსური მომსახურების ბაზარზე).

* VRB არ შედის ვითიბი ჯგუფის შემადგენლობაში, მაგრამ იმის გამო, რომ აქციათა მნიშვნელოვანი პაკეტი ვითიბის ეკუთვნის, ბანკი მის საქმიანობაზე არსებით გავლენას ახდენს.

ვითიბი ჯგუფის მმართველობის სისტემის ჩამოყალიბება მიმართულია იქითკენ, რომ მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ვითიბი ჯგუფის უპირატესობა, გაიზარდოს მისი წილი მიზნობრივ ბაზრებზე, გაუმჯობესდეს მისი ეფექტურობის მაჩვენებლები და ამის შედეგად, ამაღლდეს ვითიბი ჯგუფის კაპიტალიზაციის დონე.

ვითიბი ჯგუფში ინტეგრაციის ხარისხის თვალსაზრისით გამოიყენება ,, სტრატეგიული ჰოლდინგის’’ მოდელი, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს ერთიან სტრატეგიულ ხედვას, კონცეფციისა და მიღებული გამოცდილების გაზიარებას ინტეგრაციისა და ცენტრალიზაციის პროცესების დონის შეზღუდვის შემთხვევაში, კერძოდ, მართვის მოდელი გულისხმობს ვითიბი ჯგუფში კომპანიის განვითარების ერთიანი სტრატეგიის არსებობას, ერთიან ბრენდს, ფინანსური ეფექტურობისა და რისკების ცენტრალიზებულ მართვას, ანგარიშგებისა და დაგეგმვის პროცესების კოორდინაციას, ურთიერთქმედებათა ფოკუსირებას, რათა გაზიარებული იქნეს გამოცდილება და შემუშავდეს ერთიანი სტარდარტები.

ვითიბი ჯგუფში მოქმედებს მართვის მატრიცული სისტემა ,რომლის მიხედვითაც მართვა ხორციელდება ორი მიმართულებით:

  • ადმინისტრირებული მართვა - შვილობილი კომპანიების მართვა იურიდიულ პირთა მსგავსად ვითიბი ჯგუფის საორგანიზაციო სტრუქტურის ფარგლებში.
  • ფუნქციური მართვა - მართვა ბიზნესისა და სხვა ფუნქციური მიმართულებებით, აგრეთვე საქმიანობის მართვა მთლიანად ვითიბი ჯგუფის ფარგლებში.

მართვის ძირითად მექანიზმს, რომელიც ვითიბი ჯგუფში გამოიყენება, წარმოადგენს კორპორატიული მართვა ანუ ბანკის უფლებათა რეალიზაცია, როგორც ძირითადი აქციონერისა, შვილობილი კომპანიების მმართველობით ორგანოებში მონაწილეობის გზით. მართვის დამატებით მექანიზმს წარმოადგენს ვითიბი ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების ფუნქციური კოორდინაცია, ბიზნესმხარდაჭერის მიმართულებისა და კონტროლის ჩათვლით (მაგალითად, რისკების მართვა, დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მმართველობითი ანგარიშგების ფორმირება, ბრენდი, შიდა კონტროლი და აუდიტი).

დამატებითი მექანიზმი ვითიბი ჯგუფში გამოიყენება პოტენციური სინერგიის მაქსიმალურად რეალიზების მიზნით, ვითიბი ჯგუფში გამოცდილების გაზიარება ვითიბი ჯგუფის კომპანიებში საქმიანობის ცალკეული მიმართულების კუთხით, ვითიბი ჯგუფის მიერ მიღებული რისკების შესაზღუდად.

ფუნქციური კოორდინაცია ხელს უწყობს ცოდნის გადაცემას და გამოცდილების გაზიარებას ვითიბი ჯგუფის კომპანიებს შორის, რაც სხვადასხვა პროექტის რეალიზაციისთვის რესურსების გააერთიანების საშუალებას იძლევა. ფუნქციური კოორდინაციის ფარგლებში ხდება ერთიანი სტანდარტების, პრინციპებისა და ლიმიტების სისტემების შემუშავება ვითიბი ჯგუფში საქმიანობის შესაბამისი მიმართულების რეალიზაციისათვის.

კომპანია ვითიბი ჯგუფის საკოორდინაციო საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს ვითიბი ჯგუფის მმართველობითი კომიტეტი (ვითიბი ჯგუფის მკ). კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ვითიბი ბანკისა და შვილობილი კომპანიების ხელმძღვანელები. ვითიბი ჯგუფის მკ-ის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს ვითიბი ჯგუფის განვითარების სტრატეგიული და ფინანსური საკითხების განხილვა, აგრეთვე ვითიბი ჯგუფის ფუნქციონირებისთვის სტანდარტების, მოსაზრებებისა და პრინციპების მოწონება, ვიდრე ისინი კომპანია ვითიბი ჯგუფის მმართველობაზე უფლებამოსილი ორგანოების მიერ დამტკიცდება.

ვითიბი ჯგუფის საქმიანობის საკითხების საექსპერტო დონეზე განსახილველად ნიადაგის შექმნის მიზნით ვითიბი ჯგუფის მკ-ში ჩამოყალიბდა საკოორდინაციო კომისიები საქმიანობის ძირითად მიმართულებებთან მიმართებით(აქტივებისა და პასივების მართვის კომისია, რისკების მართვის კომისია, შიდა კონტროლისა და აუდიტის კომისია და სხვ.) მათ შემადგენლობაში შედიან კომპანია ვითიბი ჯგუფის პროფილური სპეციალისტები. კომისიას ხელმძღვანელობენ ბანკის შესაბამისი ქვედანაყოფების ხელმძღვანელები. კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება სათანადო გამოცდილებისა და შემუშავებულ წინადადებათა დანერგვა, რომელთაც შემდგომ ვითიბი ჯგუფის მკ განიხილავს.

ვითიბი ჯგუფის მართვის სისტემა იმგვარადაა ჩამოყალიბებული, რომ სრულად შეესაბამება იმ ქვეყნების კორპორატიული და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მოთხოვნებს, სადაც ვითიბი ჯგუფი მოღვაწეობს, კერძოდ, დოკუმენტებით, რომლებითაც რეგულირდება ვითიბი ჯგუფის მკ-ის საქმიანობა გათვალისწინებულია, რომ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შეიძლება რაიმე სახით ზღუდავდეს კონკურენციას კომპანია ვითიბი ჯგუფის ბაზრებზე, აგრეთვე ეწინააღმდეგებოდეს კომპანიის კანონმდებლობისა და საწესდებო დოკუმენტების იმპერატიულ ნორმებს. სამოქალაქო კანონმდებლობის მოთხოვნების თანახმად, მართვის სისტემაში ჩადებულია იმ იურიდიულ პირთა დამოუკიდებლობის შენარჩუნების პრინციპი, რომლებიც ვითიბი ჯგუფს განეკუთვნება.

ვითიბი ჯგუფის მართვის სისტემის სრულყოფის მიზნით გატარებულ მნიშვნელოვან ღონისძიებებს განვლილ, 2008 წელს წარმოადგენდა:

  • ვითიბი ჯგუფის მნიშვნელობის გაფართოება (მის შემადგენლობაში არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების გაერთიანების გათვალისწინებით) და ვითიბი ჯგუფის მართვის მოდელის აქტუალიზება;
  • ვითიბი ჯგუფის მართვის მექანიზმების ფორმალიზება შიდა ნორმატიულ დოკუმენტებში;
  • ჯგუფის კომპანიებში ბიზნეს - დაგეგმვისა და ანგარიშგების ერთიანი სისტემების, ფონდირების ერთიანი პრინციპების შემუშავება და დანერგვა, საკრედიტო სამუშაოს ზოგადი სტანდარტების დადგენა, აგრეთვე მუშაობა საფინანსო დაწესებულებებთან;
  • ვითიბი ჯგუფის მკ-ის მუშაობის რეგლამენტის ოპტიმიზაცია, მათ შორის, მისი გადაწყვეტილებების გაფორმებისა და რეალიზაციის მექანიზმის დახვეწა, აგრეთვე კომიტეტის შემადგენლობის განახლება ვითიბი ჯგუფში ახალი კომპანიების ჩართვასთან დაკავშირებით.

ვითიბი გეგმაზომიერად მუშაობს ვითიბი ჯგუფის მართვის სისტემის დასახვეწად, იყენებს ჰოლდინგური კომპანიების მართვის სფეროში არსებულ მსოფლიო გამოცდილებას. ვითიბი ჯგუფის მართვის სისტემის განვითარების გზაზე შემდგომ ნაბიჯებს წარმოადგენს 2009- 2010 წლებში იმგვარი ღონისძიებების განხორციელება, როგორიცაა:

  • ვითიბი ჯგუფის კომპანიების კორპორატიული მართვის სისტემის სრულყოფა (სამეთვალყურეო საბჭოების და დირექტორთა საბჭოების საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება, კორპორატიული მდივნის ინსტიტუტის, ეთიკის კოდექსებისა და კორპორატიული ქცევის კოდექსების, აგრეთვე კორპორატიული მართვის სხვა დოკუმენტების დანერგვა, რომლებიც დაფუძნებულია ერთიან ხედვაზე);
  • ვითიბი ჯგუფის კომპანიების საორგანიზაციო სტრუქტურების ოპტიმიზაცია;
  • ვითიბი ჯგუფში პოლიტიკისა და პროცედურების შემდგომი უნიფიკაცია კლიენტის მუშაობის, პროდუქტებთან დაკავშირებით წინადადებების ფორმირების, ლიმიტების სისტემების, ანგარიშგების, ნორმატივების დაცვის, მონიტორინგისა და კონტროლის ჩათვლით;
  • ანგარიშგებისა და დოკუმენტბრუნვის სისტემების ოპტიმიზაცია ვითიბი ჯგუფის ფარგლებში, CRM-ისა (Customer relationship management, კლიენტებთან ურთიერთობის მართვის სისტემები) და მმართველობითი აღრიცხვის კონსოლიდირებული სისტემის დანერგვა ვითიბი ჯგუფში.