დისტანციური ბანკინგი

ვითიბი ბანკი გთავაზობთ დამატებით კომფორტს და დროის დაზოგვის შესაძლებლობას.

ჩვენი დისტანციური სერვისების მეშვეობით თქვენ შეძლებთ მრავალი ოპერაციის წარმოებას ბანკში მიუსვლელად, რაც მნიშვნელოვნად დაზოგავს თქვენს დროს და საშუალებას მოგცემთ მართოთ თქვენი ფინანსები იქ, სადაც ეს თქვენთვის ყველაზე მოსახერხებელია.

VTB Mobile Bank - ბანკთან ურთიერთობის ახალი გზა

VTB Mobile - iOS და ANDROID ოპერაციული სისტემის მოწყობილობებისთვის

iVTB - ბანკთან ურთიერთობის ახალი გზა

iVTB - ახალი ინტერნეტ ბანკი თქვენი ანგარიშების მართვის საუკეთესო საშუალებაა

VTB Video Bank

დაუკავშირდით ბანკის თანამშრომელს ვიდეო ზარით და მიიღეთ სასურველი საბანკო მომსახურება

SMS ბანკინგი

ვითიბი ბანკი გთავაზობთ SMS ბანკინგის მომსახურებას.

ქოლ სერვისი

შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში მიიღოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე.

დისტანციური ბანკინგის უპირატესობები

თქვენს განკარგულებაშია დისტანციური საბანკო მომსახურების სისტემები, რომელთა მეშვეობით დღე–ღამის განმავლობაში, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიიღებთ აქტუალურ ინფორმაციას თქვენი საბარათე და მიმდინარე ანგარიშების შესახებ. აგრეთვე, შეძლებთ მართოთ თქვენი ფულადი სახსრები.

დისტანციური საბანკო მომსახურების გამოყენებით „ონლაინ“ რეჟიმში შეგიძლიათ:

  • მიიღოთ სრული ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ;
  • იყიდოთ ან გაყიდოთ ვალუტა;
  • განახორციელოთ გადარიცხვები ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში;
  • შეავსოთ საბანკო ბარათები;
  • გადაიხადოთ კომუნალური, მობილური კავშირის, ინტერნეტის, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო საუბრებისა და სხვა გადასახადები.