სახელფასო ბარათები

ვითიბი ბანკის სახელფასო ბარათები მზადდება მსოფლიოში უდიდესი VISA საგადამხდელო სისტემების ბარათების ბაზაზე.

სახელფასო ბარათის ძირითადი დანიშნულება — ბარათის ანგარიშზე თქვენი ყოველთვიური შემოსავლისა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფულადი ანაზღაურების გადარიცხვა. ამის გარდა, ბარათის საშუალებით გაგიადვილდებათ საქონლის შეძენა მაღაზიებში, აგრეთვე შეძლებთ ნაღდი ფულის მიღებას ბანკომატებში.

ვითიბი ბანკის სახელფასო ბარათი საშუალებას გაძლევთ:

  • ისარგებლოთ ოვერდრაფტის ლიმიტით - ხელფასის 100%-დან 300%-მდე ოდენობით (არა უმეტეს 15 000 ლარისა).

ოვერდრაფტი - კრედიტის განსაკუთრებული სახეობაა, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ იმ შემთხვევაში, როდესაც ბარათზე აღარ გაქვთ ხელმისაწვდომი თანხა.

  • ისარგებლოთ სამომხმარებლო და სტუდენტური კრედიტით, შეღავათიანი პირობებით.
  • მიიღოთ აქტუალური ინფორმაცია საკუთარი ბარათის შესახებ და მართოთ საკუთარი ანგარიშები ტელეფონით, ინტერნეტით, WAP ან SMS –ის საშუალებით.

ვითიბი ბანკის სახელფასო ბარათების უპირატესობა:

  • საქონლისა და მომსახურების საფასურის გადახდა დამატებითი საკომისიოს გარეშე;
  • ნაღდი ფულის მიღება ვითიბი ბანკისა და პარტნიორი ბანკების ბანკომატებში*, პროცენტის გარეშე;
  • ოვერდრაფტის დაბალი განაკვეთი;
  • ოვერდრაფტის ლიმიტის მრავალჯერადი გამოყენება;
  • Direct debit & Standing Order ავტომატური და კომუნალური გადარიცხვების სერვისი;
  • სპეციალური წინადადებები და ფასდაკლება პარტნიორი კომპანიებისგან;

შეგიძლიათ გახდეთ სს ,ვითიბი ბანკ ჯორჯიას’’ სახელფასო ბარათის მფლობელი, თუ თქვენი კომპანია ბანკთან დადებს ხელშეკრულებას სახელფასო პროექტის ფარგლებში მომსახურების თაობაზე.

* თიბისი ბანკი, ხალიკ ბანკი, ინვესტბანკი