სადეპოზიტო სერტიფიკატი


სადეპოზიტო სერტიფიკატი დანაზოგის განთავსების და საანაბრო პროდუქტებიდან ყველაზე მაღალი სარგებლის მიღების საუკეთესო საშუალებაა.

სადეპოზიტო სერტიფიკატი წარმოადგენს საბანკო ანაბარს, რომელიც ადასტურებს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატით განსაზღვრული პირობების შესრულებაზე სერტიფიკატის მფლობელის მიმართ.

ამასთან, საბანკო ანაბრისგან განსხვავებით, სადეპოზიტო სერტიფიკატის მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს სერტიფიკატი  ვადის ამოწურვამდე  ნებისმიერ დროს.


ვითიბი ბანკი სერტიფიკატის 2 სახეობას გთავაზობთ:

დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება განისაზღვრება სერტიფიკატის შეძენისთანავე, ხოლო გაყიდვა ხორციელდება სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად.  

დისკონტური სერტიფიკატის შეძენის ფასი შემდეგნაირად დგინდება:

სერტიფიკატის ნომინალურ ღირებულებას გამოკლებული წინასწარ შეთანხმებული დისკონტი. სერტიფიკატის ვადის ბოლოს კი მფლობელი მიიღებს სრულ ნომინალურ ღირებულებას. დისკონტით გათვალისწინებული თანხა წარმოადგენს მფლობელის მიერ ვადის ბოლოს მისაღებ საპროცენტო სარგებელს.

მაგალითი: დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის შემდეგი პირობებით შეძენის შემთხვევაში:
ვადა - 12 თვე
სერტიფიკატის ყიდვის ღირებულება - 10 000 ლარი
სერტიფიკატის წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი - 10.5% (დისკონტი = 1050 ლარს)
სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება (ანაბრის თანხა ვადის ბოლოს) იქნება - 11 050 ლარი (სერტიფიკატის ყიდვის ღირებულებას + დისკონტით გათვალისწინებული თანხა)


დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთები

ვადა (თვე) GEL USD EUR
6-8 9.20% 2.75% 1.25%
9-11 9.75% 3.25% 1.75%
12-17 10.5% 3.75% 2.25%
18-23 10.75%  4% 2.5%
24-35 11% 4.15% 2.65%
36-47 11.25% 4.25% 2.75%
48-59 11.75% 4.40% 2.85%
60 12.25% 4.55% 2.95%

საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის შეძენა ხორციელდება ნომინალური ღირებულებით.
საპროცენტო სარგებლის დარიცხვა და გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად.
სერტიფიკატის ვადის ბოლოს მფლობელი იღებს სერტიფიკატის ნომინალური ღირებულების ტოლ თანხას.

მაგალითი: საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის შემდეგი პირობებით შეძენის შემთხვევაში:
ვადა - 12 თვე
სერტიფიკატის ნომინალური (ყიდვის) ღირებულება - 10 000 ლარი
სერტიფიკატის წლიური საპროცენტო სარგებლის განაკვეთი - 9.75%
მფლობელი ყოველთვიურად სარგებლის სახით მიიღებს 81.25 ლარს (წელიწადში 975 ლარი)
სერტიფიკატის ნომინალური ღირებულება (ანაბრის თანხა) ვადის ბოლოს იქნება - 10 000 ლარი


საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატის საპროცენტო განაკვეთები

ვადა (თვე) GEL USD EUR
6-8 8.70% 2.55% 1.05%
9-11 9.25% 3.05% 1.55%
12-17 9.75% 3.55% 2.05%
18-23 9.80%  3.80% 2.30%
24-35 9.85% 3.90% 2.45%
36-47 9.90% 4.05% 2.55%
48-59 9.95% 4.10% 2.60%
60 10% 4.15% 2.65%
 

სადეპოზიტო სერტიფიკატის პირობები

                                                                                               დისკონტური სადეპოზიტო სერტიფიკატი საპროცენტო სადეპოზიტო სერტიფიკატი 
სერტიფიკატის ყიდვის ღირებულება    მინ. 10 000 ერთეული მინ. 10 000 ერთეული 
სერტიფიკატის ვალუტა GEL/USD/EUR GEL/USD/EUR
მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი 12.25% 10%
სერტიფიკატის ვადა 6-60 თვე 6-60 თვე   
სარგებლის გატანა ვადის ბოლოს ყოველთვიურად
გასხვისების საკომისიო ნომინალური ღირებულების 0.1%, მინ. 50 ლარი ნომინალური ღირებულების 0.1%, მინ. 50 ლარი

სადეპოზიტო სერტიფიკატით სარგებლობის ძირითადი პირობები