ფულადი გზავნილები

შესაძლებლობას გაძლევთ, მაქსიმალურად სწრაფად და უსაფრთხოდ გაგზავნოთ და მიიღოთ თანხა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ვითიბი ბანკის მრავალფეროვანი ფულადი გზავნილების მეშვეობით.

ფულადი გზავნილების განაღდება შესაძლებელია ბანკის ქოლ სერვისისა და ინტერნეტ ბანკის მეშვეობით.

ვითიბი ბანკის სწრაფი ფულადი გზავნილების ბარათი

ბარათი განკუთვნილია სპეციალურად სწრაფი ფულადი გზავნილების მისაღებად, ბარათის გაცემა და მომსახურება უფასოა. იხილეთ დანართი ტარიფებთან დაკავშირებით.

როგორც გზავნილის ბარათის, ისე ვითიბი ბანკში არსებული ანგარიშის მფლობელებისთვის, ფულადი გზავნილების განაღდება და ანგარიშზე ჩარიცხვა შესაძლებელია ბანკის ქოლ სერვისისა და ინტერნეტბანკის მეშვეობით.

სატელეფონო ცენტრის საშუალებით შესაძლებელია შემდეგი სისტემების გზავნილების განაღდება: Anelik, Contact, Intel Express, Inter Express, Leader, Unistream, Western Union, ექსპრესი.

ინტერნეტბანკით შესაძლებელია შემდეგი სისტემების გზავნილების განაღდება: Anelik, Contact, Intel Express, Inter Express, Leader, Unistream, ექსპრესი.