ბონუს პროგრამა VTB BONUS


   ..
ხართ ვითიბი ბანკის ბარათის მფლობელი?  
ვითიბი ბანკი გთავაზობთ VTB BONUS პროგრამას, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობა გეძლევათ დააგროვოთ ბონუს ქულები სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ბარათით განხორციელებულ თითოეულ ტრანზაქციაზე.

VTB bonus გთავაზობთ!

გადაცვალეთ ბონუს ქულები Swoop-ის ვებ-გვერდზე www.swoop.ge


სად გროვდება ბონუს ქულები?

ბონუს ქულები გროვდება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში განთავსებულ ნებისმიერი ბანკის პოს-ტერმინალში ვითიბი ბანკის ბარათით გადახდის შემთხვევაში.

როგორ გროვდება ბონუს ქულები?

ნებისმიერი ნივთის/მომსახურების ბარათით შეძენისას თქვენ ავტომატურად დაგერიცხებათ ბონუს ქულები.

მათი რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი ბარათის ტიპზე.

გარდა ამისა, პარტნიორ ობიექტებში ანგარიშსწორების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ დახარჯული თანხის 3-20%-მდე, რომელიც დაგერიცხებათ ბონუს ქულების სახით

როგორ ხდება ბონუს ქულების დახარჯვა?

დაგროვილი ბონუს ქულების დახარჯვა თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე გზით:
  • გადაიხადოთ კომუნალური გადასახადი;
  • შეავსოთ მობილური ტელეფონის ბალანსი;
  • გადარიცხოთ ქულები საკუთარ ანგარიშზე;
  • გადაცვალოთ ბონუს ქულები საჩუქრებზე ვებ-გვერდზე bonus.vtb.ge 

ბონუს ქულების დახარჯვა ხდება შემდეგი ფორმულით:


ბონუს ქულების დახარჯვა შესაძლებელია დაგროვებიდან 14 დღის შემდეგ. ბონუს პროგრამაში ჩართვიდან (ბონუს ქულების პირველი დარიცხვიდან) 2 წლის შემდგომ უქმდება 1-ლი წლის განმავლობაში დაგროვილი ქულები

როგორ მივიღო ინფორმაცია დაგროვილი ბონუს ქულების შესახებ?

  • გაგზავნეთ სიმბოლო "P" SMS ნომერზე 1505 და მიიღებთ შეტყობინებას დაგროვილი და ხელმისაწვდომი ბონუს ქულების შესახებ;
  • გაიარეთ ავტორიზაცია ვებ-გვერდზე bonus.vtb.ge და მომხმარებლის ანგარიშში იხილეთ ინფორმაცია დაგროვილი და ხელმისაწვდომი ბონუს ქულების შესახებ;
  • ეწვიეთ თქვენი ინტერნეტ ბანკის მთავარ გვერდს, დარეკეთ ქოლ ცენტრში ნომერზე 224 24 24 ან მიმართეთ ბანკის ნებისმიერ ფილიალს.


გადაიხადეთ ბარათით და დააგროვეთ ბონუს ქულები