მცირე და საშუალო ბიზნესი

მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხრიდან ფინანსურ მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნების შესაბამისად, ვითიბი ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებას. ვითიბი ჯგუფის სტანდარტების თანახმად შემუშავებულია კერძო ბიზნესის მოთხოვნების მაქსიმალურ დაკმაყოფილებაზე მიმართული ახალი საბანკო პროგრამები და პროდუქტები წარმოების, ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებში.

ვითიბი აქტიურად მოღვაწეობს ბანკთაშორისი მომსახურების ბაზარზე, ხელს უწყობს იმ კომპანიათა მომსახურების მოდელის განვითარებას, რომელთა წლიური გაყიდვების მოცულობა შეადგენს მინიმუმ 12 000 აშშ დოლარს და არ აღემატება 3 მლნ. აშშ დოლარს.

ამჟამად, ქართული კომპანიები აქტიურად იყენებენ ვითიბის საბანკო პროდუქტებს, რადგან ჩვენი მუშაობის პრინციპები ეყრდნობა თითოეული კლიენტისადმი ინდივიდულურ მიდგომასა და მომსახურების მაღალი სტანდარტების დანერგვას.

ბანკის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მეწარმეების დაკრედიტება ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში. ამით ქართულ საწარმოებს შესაძლებლობას ვაძლევთ წარმატებით განახორციელონ თავიანთი ბიზნესამოცანები.

მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებისთვის შევიმუშავეთ საკრედიტო რისკების შეფასების სპეციალური მეთოდიკა, რომელიც კრედიტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებების ოპერატიული მიღების საშუალებას იძლევა.

ვითიბი ბანკის მიერ შეთავაზებული სახელფასო პროექტები მოსახერხებელი და მაქსიმალურად მორგებულია ორგანიზაციებისათვის, მათში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის მიუხედავად.

ვითიბი ბანკი ითვალისწინებს ცალკეული ბიზნესის ყველა თავისებურებას და ქმნის მისი შემდგომი განვითარების ხელსაყრელ პირობებს. იგი კლიენტებს სთავაზობს მოწინავე საბანკო ტექნოლოგიებს, მაღალი დონის მომსახურებასა და მდიდარ საბანკო გამოცდილებას.

Contact details of a person responsible for public enquiries related to environmental and social matters:
Mr. Archil Chachkhiani, Head of SME Department
Tel: +995 32 2242424 (ext 128)