საბანკო გარანტია

პრაქტიკული გამოცდილებით ირკვევა, რომ სწორად შედგენილი ხელშეკრულებაც კი ყოველთვის ვერ დაგიცავთ კონტრაგენტების მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობისგან. როგორ უნდა იქნეს უზრუნველყოფილი სამოქალაქო–სამართლებრივ გარიგებებში მონაწილე მხარეთა ფინანსური ინტერესების დაცვა? გამოსავალი სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ საბანკო გარანტიაა.


რა არის საბანკო გარანტია?

საბანკო გარანტია წარმოადგენს ბანკის გამოუთხოვად ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. საბანკო გარანტია არის დამოუკიდებელი ვალდებულება და მისი პირობების თანახმად, ბანკი ვალდებულია გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე.

საბანკო გარანტია გამოუთხოვადია — ის არ შეიძლება გამოთხოვილ იქნეს გარანტიის გამცემის მიერ, თუ მასში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

გარანტიის გაცემის დროს ბანკი საგულდაგულოდ ამოწმებს თავისი კლიენტის რეპუტაციას, ამდენად, საბანკო გარანტია ადასტურებს როგორც კომპანიის ფინანსურ მდგრადობას, ასევე მის უნარს, შეასრულოს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები.

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ გასცემს ყველა სახის, ადგილობრივ და საერთაშორისო, საბანკო გარანტიებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბენეფიციარების სასარგებლოდ. ასევე, ახდენს სხვა ბანკების მიერ გაცემული გარანტიების აუთენთიფიკაციასა და ავიზირებას.

გარანტიის ძირითადი ტიპები:

  • ონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების გარანტია
    ბანკი პრინციპალის დავალებით იღებს ვალდებულებას, ბენეფიციარს (მყიდველს ან დამკვეთს) გადაუხადოს საგარანტიო თანხა, მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

  • ავანსის დაბრუნების გარანტია
    ამ სახის გარანტიით ბანკი იღებს ვალდებულებას დააბრუნოს ჩარიცხული ავანსის თანხა (ან მისი გამოუყენებელი ნაწილი), პრინციპალის მიერ ავანსის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევაში.

  • სატენდერო გარანტია
    ბანკი ვალდებულია ბენეფიციარს გადაუხადოს საგარანტიო თანხა, ტენდერში გამარჯვებულის მიერ ტენდერით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

  • გადახდის გარანტია
    გადახდის გარანტია— საბანკო გარანტიის გავრცელებული სახეა, რომელიც ძირითადად კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გამოიყენება.

  • საბაჟო ორგანოების სასარგებლოდ გაცემული გარანტია
    ამგვარი გარანტია უზრუნველყოფს საბაჟო გადასახადების გადახდას აქციზური მარკების მიღების დროს, ვალდებულებათა შესრულებას საბაჟო საწყობების გასახსნელად, ლიცენზიების გაფორმებისას, საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანისას და სხვა გარიგებათა დადებისას.

  • ხარისხის გარანტია
    გარანტია გაიცემა მოწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების უხარისხობის გამო ბენეფიციარისთვის მიყენებული ზარალის ანაზაურების ვალდებულების უზრუნველსაყოფად.

  • სააღსრულებო ბიუროს სასარგებლოდ გაცემული გარანტია
    ამ ტიპის საბანკო გარანტია უზრუნველყოფს უძრავ–მოძრავი ქონების შესაძენად ჩატარებულ აუქციონებში მონაწილეობას
    და სხვა

ადგილობრივი გარანტია   
გაცემის საკომისიო  
თანხა: თანხით უზრუნველყოფილი: სხვა აქტივებით უზრუნველყოფილი:
500 ლარამდე 75 ლარი + 11 ლარი (ელ. გარანტიის შემთხვევაში) 75 ლარი + 11 ლარი (ელ. გარანტიის შემთხვევაში)
500 - 5,000 ლარი (ან სხვა ვალუტა) 3 თვემდე - 100 ერთეული
3-6 თვე - 130 ერთეული
6 თვეზე მეტი - 200 ერთეული
3 თვემდე - 130 ერთეული
3-6 თვე - 200 ერთეული
6 თვეზე მეტი - 260 ერთეული
5,000 - 10,000 ლარი (ან სხვა ვალუტა) 3 თვემდე - 150 ერთეული
3-6 თვე - 200 ერთეული
6 თვეზე მეტი - 300 ერთეული
3 თვემდე - 200 ერთეული
3-6 თვე - 300 ერთეული
6 თვეზე მეტი - 400 ერთეული
10,000 - 15,000 ლარი (ან სხვა ვალუტა) 3 თვემდე - 200 ერთეული
3-6 თვე - 250 ერთეული
6 თვეზე მეტი - 350 ერთეული
3 თვემდე - 250 ერთეული
3-6 თვე - 350 ერთეული
6 თვეზე მეტი - 500 ერთეული
წლიური მომსახურების % გაცემის საკომისიო 0.5% (მინ. 100 ლარი) + წლიური 1.5%-დან გაცემის საკომისიო 0.5% (მინ. 100 ლარი) + წლიური 2%-დან
გარანტიის თანხის გადახდა 0.15% მინ. 50 - მაქს. 450 ერთეული 0.15% მინ. 50 - მაქს. 450 ერთეული
გარანტიაში ცვლილების შეტანა / ცვლილების ავიზირება 50 ერთეული 50 ერთეული
საკომისიო გარანტიის ვადაზე ადრე გაუქმებისთვის 50 ერთეული
50 ერთეული
გარანტიის ავიზირება 0.15% მინ. 50 - მაქს. 400 ერთეული
0.15% მინ. 50 - მაქს. 400 ერთეული
სხვა ხარჯები ფაქტის მიხედვით
ფაქტის მიხედვით
საერთაშორისო გარანტია თანხით უზრუნველყოფილი:
სხვა აქტივებით უზრუნველყოფილი:
გაცემის საკომისიო 0.1%-დან (მინ. 100 USD), საპროცენტო განაკვეთი ფაქტიური დანახარჯის მიხედვით 0.1%-დან (მინ. 100 USD), საპროცენტო განაკვეთი ფაქტიური დანახარჯის მიხედვით
საპროცენტო განაკვეთი


ფაქტიური დანახარჯის მიხედვით + ბანკის % შეთანხმებით      
 


ფაქტიური დანახარჯის მიხედვით + ბანკის % შეთანხმებით
საკომისიო გარანტიის ვადაზე ადრე გაუქმებისთვის
გარანტიის ავიზირება
სხვა ხარჯები