აკრედიტივი

რა არის აკრედიტივი?

აკრედიტივი წარმოადგენს ემიტენტი ბანკის მყარ ვალდებულებას, საქონლის ან მომსახურების გამყიდველს გადაუხადოს განსაზღვრული ფულადი სახსრები საქონლის გაგზავნის ან მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების დროულად და სათანადოდ წარმოდგენისას. ამდენად, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები შეესაბამება აკრედიტივის მოთხოვნებს, გაგზავნილი საქონლის/გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია მყიდველის თანხმობის გარეშე.

სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია’’ ხსნის ყველა სახის გამოუთხოვად დოკუმენტურ აკრედიტივს (სტენდბაი, რევოლვერული, ბექ თუ ბექ, წითელი ხაზით, ტრანსფერაბელური) აკრედიტივებს გადახდის შესრულების ტიპების მიხედვით (პირდაპირი გადახდა; განვადებით გადახდა; აქცეპტი; ნეგოციაცია), იმ ქვეყნების ბენეფიციარების სასარგებლოდ, რომლებზეც არ ვრცელდება საერთაშორისო თანამეგობრობის სანქციები.

იმავე ტიპის აკრედიტივები იხსნება რეზიდენტი ბენეფიციარების სასარგებლოდაც.


ვითიბი ბანკი ექსპორტიორებისთვის

  • აკრედიტივების აუთენთიფიკაცია და ავიზირება
  • აკრედიტივების ტრანსფერი
  • კონსულტაცია აკრედიტივის პირობებთან და ამ პირობების თანახმად მოთხოვნილი დოკუმენტების გაფორმებასთან დაკავშირებით
  • უცხოური საკორესპონდენტო ბანკების მიერ გახსნილი აკრედიტივების დადასტურება
  • წარმოდგენილი დოკუმენტების შემოწმება და აღმასრულებელ ბანკებში გაგზავნა
  • საექსპორტო აკრედიტივების დადასტურება და გადატვირთული საქონლის ღირებულების მოკლე პერიოდში მიღების გზით ექსპორტიორის ლიკვიდობის გაუმჯობესება
  • საექსპორტო საქონლის შესაძენად Packing Loan-ის გაცემის შესაძლებლობა და სხვა

ვითიბი ბანკი იმპორტიორებისთვის

  • კონსულტაციები ჯერ კიდევ კონტრაქტის ხელმოწერამდე
  • ყველა ტიპის აკრედიტივის გახსნა
  • აკრედიტივების დადასტურება პირველხარისხოვანი ბანკების მიერ
  • გადავადებული გადახდის ფინანსირება და დისკონტირება
  • წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორის გადამოწმება
  • აკრედიტივის თანხის გადახდა და სხვა

საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დაფინანსება

საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებული დაფინანსება — სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ საქმიანობის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ვითიბი ბანკი კლიენტებს სთავაზობს ყველა ტიპის დაუფარავი აკრედიტივის გახსნას კლიენტის სახსრების წინასწარი დაჯავშნის გარეშე, ამ მიზნით კლიენტისათვის დამტკიცებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში. დაფარვის ფორმირება ხდება წინასწარ დადგენილი გრაფიკით, საქონლის ჩამოსვლიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ. ამდენად, კლიენტს შესაძლებლობა ეძლევა, შეიძინოს საქონელი, ჩაუშვას საწარმოო ციკლში, ხოლო შეძენილი საქონლის ღირებულება გადაიხადოს გაცილებით გვიან.

აკრედიტივის ამ სახით სტრუქტურირება საკმაოდ რენტაბელურია კლიენტისთვის, რადგანაც, გარდა იმისა, რომ მას შეუძლია საკუთარი ფულადი სახსრების წინასწარი გაყინვის გარეშე შეიძინოს საქონელი, ოპერაციის სრული ციკლი ფინანსდება უცხოური, გაცილებით იაფი ფინანსური რესურსებით, რაც ასევე მნიშვნელოვნად აიაფებს სრული ტრანზაქციის ღირებულებას.

საიმპორტო აკრედიტივი
აკრედიტივის გახსნა 0.3% (მინ. 120 USD)
აკრედიტივის დადასტურება და მომსახურება შეთანხმებით
ცვლილება აკრედიტივში 120 USD
აკრედიტივის ანულირება 100 USD
აკრედიტივის ან მისი ნაწილის ტრანსფერი 0.4% (მინ. 120 USD)
აკრედიტივის დოკუმენტური შემოწმება და გადახდა 0.2% (მინ. 120 USD)
აკრედიტივის გახსნა და მომსახურება ეროვნულ ვალუტაში შეთანხმებით
საექსპორტო აკრედიტივი
აკრედიტივის ავიზირება 0.2% (მინ. 120 USD)
აკრედიტივის დადასტურება შეთანხმებით
ცვლილება აკრედიტივში 120 USD
აკრედიტივის ანულირება 100 USD
აკრედიტივის ან მისი ნაწილის ტრანსფერი 0.4% (მინ. 120 USD)
აკრედიტივის დოკუმენტური შემოწმება და გადახდა 0.2% (მინ. 120 USD)
სხვა ბანკის მიერ გახსნილი აკრედიტივის ავიზირება სხვა ბანკის კლიენტზე 50 USD
დამატებითი ხარჯები
ფოსტა და კომუნიკაცია ფაქტის მიხედვით
წინასწარი ავიზირება 100 USD
სხვა დამატებითი ხარჯები ფაქტის მიხედვით