აგრო ექსპრეს სესხი

სწრაფი სესხი აგრო საქმიანობისთვის 


თუკი გესაჭიროებათ დროის უმოკლეს პერიოდში დამატებითი თანხის მოზიდვა თქვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებისთვის ან/და ნებისმიერი სახის დროებითი ფულადი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ვითიბი ბანკი გთავაზობთ აგრო ექსპრეს სესხს თქვენი მეურნეობის განვითარებისთვის, მოქნილი და თქვენთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით.

სესხის მაქსიმალური თანხა 20,000 ლარამდე
სესხის ვალუტა GEL
სესხის ვადა 1-24 თვე
დაფარვის გრაფიკი თანაბარი/არათანაბარი ყოველთვიური შენატანებით
მაქსიმალური საშეღავათო პერიოდი* 11 თვე
დანიშნულება ძირითადი /საბრუნავი საშუალებები, უძრავი ქონება
უზრუნველყოფა ქონების გირავნობის გარეშე
გაცემის დრო 1-2 დღე


*საშეღავათო პერიოდის დაწესება ხდება თქვენი აგრო საქმიანობის სეზონურობიდან გამომდინარე და შესაბამისი საშეღავათო თვეების განმავლობაში სესხზე შენატანი მცირდება ან საერთოდ უქმდება და შესაბამისი თანხის გადანაწილება ხდება არასაშეღავათო პერიოდზე

აგრო ექსპრეს სესხის უპირატესობები:

  • დამატებითი ფულადი სახსრების მოზიდვა დაუყოვნებლად იმ მომენტში, როდესაც ის თქვენ გჭირდებათ;
  • ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდის დაწესების შესაძლებლობა საშუალებას იძლევა სესხის გადახდის გრაფიკი ზუსტად მოერგოს თქვენი აგრო საქმიანობის სპეციფიკას, სეზონურობას;
  • სესხის გაცემის შესაძლებლობა თქვენი მხრიდან მინიმალური დოკუმენტების წარმოდგენით;
  • თანხის მიღება ქონების დაგირავების გარეშე;
  • სესხის გაცემა ხდება თქვენი ბიზნესის საჭიროებისამებრ, ნებისმიერი მიზნობრიობით.
  • მსესხებლის აგრო-საქმიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ბანკის დაფინანსების პოლიტიკას;
  • კლიენტს უნდა გააჩნდეს მიმდინარე აგრო საქმიანობის მინიმუმ 1 სეზონის გამოცდილება;

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ბანკის უახლოეს ფილიალს.