აგრო სტანდარტული სესხი

თუკი გესაჭიროებათ დამატებითი თანხის მოზიდვა თქვენი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განვითარებისთვის და/ან ნებისმიერი სახის დროებითი ფულადი დეფიციტის აღმოსაფხვრელად,  ვითიბი ბანკი გთავაზობთ აგრო სტანდარტულ სესხს თქვენი მეურნეობის განვითარებისთვის, მოქნილი და თქვენთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით.

სესხის მაქსიმალური თანხა 2,500,000 ლარი
სესხის ვალუტა GEL/USD/EUR
სესხის ვადა 1-84 თვე
დაფარვის გრაფიკი თანაბარი/არათანაბარი ყოველთვიური შენატანებით
მაქსიმალური საშეღავათო პერიოდი* 11 თვე
დანიშნულება ძირითადი /საბრუნავი საშუალებები, უძრავი ქონება
უზრუნველყოფა ლიკვიდური ქონება


*საშეღავათო პერიოდის დაწესება ხდება თქვენი აგრო საქმიანობის სეზონურობიდან გამომდინარე და შესაბამისი საშეღავათო თვეების განმავლობაში სესხზე შენატანი მცირდება, ან საერთოდ უქმდება და შესაბამისი თანხის გადანაწილება ხდება არასაშეღავათო პერიოდზე.

აგრო სტანდარტული სესხის უპირატესობები:

  • ფულადი სახსრების მოზიდვა საჭირო მომენტში და იმ მოცულობით, რაც თქვენი აგრო საქმიანობისათვის აუცილებელია;
  • ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდის დაწესების შესაძლებლობა საშუალებას იძლევა სესხის გადახდის გრაფიკი ზუსტად მოერგოს თქვენი აგრო საქმიანობის სპეციფიკას, სეზონურობას;
  • სესხის გაცემა ხდება თქვენი მეურნეობის საჭიროებისამებრ, ნებისმიერი მიზნობრიობით.
  • მსესხებლის აგრო-საქმიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ბანკის დაფინანსების პოლიტიკას;
  • კლიენტს უნდა გააჩნდეს მიმდინარე აგრო საქმიანობის მინიმუმ 1 სეზონის გამოცდილება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ბანკის უახლოეს ფილიალს.