შეღავათიანი აგრო კრედიტი - სახელმწიფოს ერთიანი აგრო პროგრამის ფარგლებში

აღნიშნული კრედიტით ფინანსდება ძირითადი საშუალებების შეძენა, ახალი სასოფლო–სამეურნეო საწარმოების შექმნა და არსებული საწარმოების ტექნოლოგიური გადაიარაღება, მათ შორის: გადამამუშავებელი საწარმოები, ინფრასტრუქტურული საწარმოები, ინტენსიური ტიპის პირველადი სასოფლო–სამეურნეო საწარმოები, მრავალწლოვანი ნარგავების გაშენება და სხვა.

ამავე პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ ისარგებლოთ საგრანტო კომპონენტით. კრედიტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ გრანტის გამოყოფას განსახორციელებელი პროექტების ღირებულების 40%-მდე ოდენობით. 


საპროცენტო განაკვეთი 11%-დან. ამასთან სახელმწიფო პროგრამით ხდება გადასახდელი პროცენტის თანადაფინანსება 11%-ის ოდენობით
სესხის მაქსიმალური თანხა 1,500,000 ლარი
სესხის ვალუტა ლარი
სესხის ვადა 120 თვე
დაფარვის გრაფიკი თანაბარი/არათანაბარი ყოველთვიური შენატანებით
მაქსიმალური საშეღავათო პერიოდი* 11 თვე
დანიშნულება ძირითადი საშუალებები
უზრუნველყოფა ლიკვიდური ქონება

*საშეღავათო პერიოდის დაწესება ხდება თქვენი აგრო საქმიანობის სეზონურობიდან გამომდინარე და შესაბამისი საშეღავათო თვეების განმავლობაში სესხზე შენატანი მცირდება, ან საერთოდ უქმდება და თანხის გადანაწილება ხდება არასაშეღავათო პერიოდზე

შეღავათიანი აგრო კრედიტის უპირატესობები:

  • გრძელვადიანი კრედიტი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი დარგისათვის ძირითადი საშუალებების შესაძენად
  • ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდის დაწესების შესაძლებლობა საშუალებას იძლევა სესხის გადახდის გრაფიკი ზუსტად მოერგოს თქვენი ბიზნესის სპეციფიკას, სეზონურობას;
  • სახელმწიფო პროგრამით ხდება მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტის თანახაფინანსება 11%-ის ოდენობით. ანუ, თუკი თქვენ გაქვთ 11%-იანი შეღავათიანი აგრო კრედიტი ვითიბი ბანკში და თქვენს ვალდებულებებს პირნათლად ასრულებთ, თქვენი დასაფარი საპროცენტო ხარჯი მცირდება წლიური 11%-ით და უტოლდება წლიურ 0%-ს!
  • მსესხებლის აგრო-საქმიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ბანკის დაფინანსების პოლიტიკას;
  • კლიენტს უნდა გააჩნდეს მიმდინარე აგრო საქმიანობის მინიმუმ 1 სეზონის გამოცდილება;
  • აღნიშნული კრედიტით შესაძლებელია საწყისი ბიზნესის დაფინანსებაც.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ბანკის უახლოეს ფილიალს.