სოფლის მეურნეობა-აწარმოე საქართველოში

აღნიშნული კრედიტით ფინანსდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალი საწარმოს შექმნა (მათ შორის მაღალტექნოლოგიური ფერმის, სასათბურე მეურნეობის, მეფრინველეობის ფაბრიკის და ა.შ.) ან არსებული საწარმოს გაფართოება/გადაიარაღება, მიზნობრიობაში შესაძლოა გათვალისწინებულ იქნას საბრუნავი საშუალებების შეძენაც.

საპროცენტო განაკვეთი 11%-დან. ამასთან სახელმწიფო პროგრამით ხდება გადასახდელი პროცენტის თანადაფინანსება 10%-ის ოდენობით
სესხის მაქსიმალური თანხა 1,500,000-დან - 5,000,000 ლარამდე
სესხის ვალუტა ლარი
სესხის ვადა 1-120 თვე
დაფარვის გრაფიკი თანაბარი/არათანაბარი ყოველთვიური შენატანებით
მაქსიმალური საშეღავათო პერიოდი* 24 თვემდე
დანიშნულება ძირითადი საშუალებები, საბრუნავი საშუალებები
უზრუნველყოფა ლიკვიდური ქონება

*საშეღავათო პერიოდის დაწესება ხდება თქვენი ბიზნეს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

სოფლის მეურნეობა-მერვე კომპონენტის უპირატესობები:

  • მსხვილი გრძელვადიანი კრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების შესაძენად + კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;
  • ხანგრძლივი საშეღავათო პერიოდის დაწესების შესაძლებლობა საშუალებას იძლევა სესხის გადახდის გრაფიკი ზუსტად მოერგოს თქვენი ბიზნესის სპეციფიკას, სეზონურობას;
  • ამასთან, სახელმწიფო პროგრამით ხდება მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტის თანადაფინანსება 10%-ის ოდენობით. თუკი თქვენ გაქვთ 11%-იანი კრედიტი ვითიბი ბანკში და თქვენს ვალდებულებებს პირნათლად ასრულებთ, თქვენი დასაფარი საპროცენტო ხარჯი მცირდება წლიური 10%-ით და უტოლდება მხოლოდ წლიურ 1%-ს.
  • მსესხებლის უნდა გააჩნდეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წერილობითი დასტური თანადაფინანსებისა და მეორადი უზრუნველყოფის თაობაზე;
  • მსესხებელს ან საწარმოს მენეჯმენტს უნდა გააჩნდეს ბიზნესის წარმოების სათანადო ცოდნა და გამოცდილება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ბანკის უახლოეს ფილიალს.