ბიზნეს ექსპრესი

ბიზნეს სესხი, რომელიც გჩუქნით დროს

ვითიბი ბანკი ითვალისწინებს, რომ საქმიანი ადამიანებისთვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც, ჩვენ შევქმენით ინოვაციური პროდუქტი, "ბიზნეს ექსპრესი", რომელიც საშუალებას გაძლევთ დროის უმოკლეს პერიოდში მიიღოთ სესხ(ებ)ი ვითიბი ბანკისგან თქვენი ბიზნეს მიზნების განსახორციელებლად. 
საკრედიტო რისკების შეფასების ავტომატიზირებული სისტემა უზრუნველყოფს, რომ კრედიტის გაცემაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნას თქვენი მომართვიდან არაუგვიანეს 45 წუთის განმავლობაში, რაც აგარიდებთ დროის ფუჭ დანაკარგს კრედიტის დამტკიცების მოლოდინში.

"ბიზნეს ექსპრესი" პროდუქტის ფარგლებში შეძლებთ მიიღოთ შემდეგი სახის სესხები:

1. უგირავნო კრედიტი

სესხის მაქსიმალური თანხა 20,000 ლარი
სესხის ვადა 1-24 თვე
სესხის ვალუტა ლარი, აშშ დოლარი, ევრო
დაფარვის გრაფიკი თანაბარი ყოველთვიური შენატანებით, საშეღავათო პერიოდების გათვალისწინებით
დანიშნულება ძირითადი /საბრუნავი საშუალებები, უძრავ-მოძრავი ქონება, სხვა
უზრუნველყოფა ქონების გირავნობის გარეშე

2. უზრუნველყოფილი კრედიტი

სესხის მაქსიმალური თანხა 100,000 ლარი
სესხის ვადა 1-84 თვე
სესხის ვალუტა ლარი, აშშ დოლარი, ევრო
დაფარვის გრაფიკი თანაბარი ყოველთვიური შენატანებით, საშეღავათო პერიოდების გათვალისწინებით
დანიშნულება ძირითადი /საბრუნავი საშუალებები, უძრავ-მოძრავი ქონება, სხვა
უზრუნველყოფა ლიკვიდური ქონება


"ბიზნეს ექსპრესის" უპირატესობები:

  • საკრედიტო განაცხადზე პასუხის მიღება 45 წუთში;
  • დამატებითი ფულადი სახსრების მოზიდვა დაუყოვნებლად იმ მომენტში, როდესაც ის თქვენ გჭირდებათ;
  • სესხის გაცემის შესაძლებლობა თქვენი მხრიდან მინიმალური დოკუმენტების წარმოდგენით;
  • სესხის გაცემა ხდება თქვენი ბიზნესის საჭიროებისამებრ, ნებისმიერი მიზნობრიობით.
  • მსესხებლის ბიზნეს-საქმიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ბანკის დაფინანსების პოლიტიკას;
  • ბიზნესის ფუნქციონირება არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში;
  • მსესხებლის ჯამური დავალიანება ბანკის მიმართ კრედიტის მიღების შემდგომ არ უნდა აღემატებოდეს 100,000 ლარს.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ბანკის უახლოეს ფილიალს.