ბიზნეს ოვერდრაფტი

ბიზნეს ოვერდრაფტი - ძალიან მოსახერხებელი საკრედიტო ინსტრუმენტია თქვენი ბიზნესისთვის! 

ბიზნეს ოვერდრაფტი საშუალებას გაძლევთ, წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, მიიღოთ ფულადი რესურსი თქვენი ბიზნესის მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად, ისეთების, როგორიცაა სახელფასო დავალიანების გასტუმრება, საქონლის განბაჟება, საგადასახადო დავალიანების დაფარვა, მომწოდებელთან ანგარიშსწორება და ა.შ.
აღნიშნული საკრედიტო პროდუქტი გულისხმობს, რომ თქვენი კომპანიის ანგარიშზე მოხდება უარყოფითი სადებეტო სალდოს დაშვება, წინასწარ განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ანუ საშუალება მოგეცემათ დახარჯოთ იმაზე მეტი, ვიდრე ანგარიშზე გაქვთ. 

ბიზნეს ოვერდრაფტის გაცემა ხდება გამარტივებული პროცედურით.


სესხის მაქსიმალური თანხა 40,000 USD
სესხის ვადა 1-3 თვე
ვალუტა ლარი, აშშ დოლარი, ევრო
დაფარვის გრაფიკი თავისუფალი (დამტკიცებული ლიმიტის ათვისება ხდება კლიენტის შეხებულებისამებრ, 
ხოლო დაფარვა ანგარიშზე თანხის შემოსვლისთანავე, ავტომატურად)
დანიშნულება საბრუნავი საშუალებები
უზრუნველყოფა 40 000 აშშ დოლარამდე და 90 დღემდე ვადის მქონე ბიზნეს ოვერდრაფტები შესაძლოა გაიცეს
ბიზნესის ფინანსური ანალიზის გარეშე, შესაბამისი გირაოს გარეშე

40 000 აშშ დოლარიდან ოვერდრაფტის გაცემა ხდება ფინანსური ანალიზისა და წარმოდგენილი 
გირაოს (ლიკვიდური ქონება) საფუძველზე

ბიზნეს ოვერდრაფტის უპირატესობები:

  • თანხების ათვისება/დაფარვა შეგიძლიათ თქვენი საჭიროებისამებრ, ნებისმიერ დროს, ბანკთან წინასწარი შეთანხმების გარეშე;
  • საპროცენტო დანახარჯების მინიმიზაცია, რაც გამოწვეულია იმით, რომ რესურსს იყენებთ მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ოდენობით, რაც თქვენი ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარეობს. თქვენს საბანკო ანგარიშზე შემოსული თანხის მიმართვა ოვერდრაფტის დასაფარად ხდება ავტომატურად, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოების გადახდის გარეშე.
  • მსესხებლის ბიზნეს-საქმიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ბანკის დაფინანსების პოლიტიკას;
  • ბიზნესის ფუნქციონირება არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში;
  • ბიზნეს ოვერდრაფტით სარგებლობისთვის საჭიროა გქონდეთ მიმდინარე საბანკო ბრუნვა ვითიბი ბანკში;

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ბანკის უახლოეს ფილიალს.