მცირე ბიზნეს სესხი საბრუნავი და ძირითადი საშუალებების შესაძენად

სესხი თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის

თუკი თქვენს ბიზნესს ესაჭიროება დამატებითი თანხის მოზიდვა სასაქონლო მარაგის შესავსებად/გასაზრდელად, საოფისე ან კომერციული დანიშნულების უძრავ-მოძრავი ქონების შესაძენად და/ან ბიზნესში სხვა ნებისმიერი სახის დროებითი ფულადი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ვითიბი ბანკი გთავაზობთ სესხს თქვენთვის ხელსაყრელი და მოქნილი პირობებით.
სესხის ვადა 36 თვემდე
სესხის ვალუტა ლარი, აშშ დოლარი, ევრო
დაფარვის გრაფიკი თანაბარი /არათანაბარი ყოველთვიური შენატანებით
დანიშნულება ძირითადი /საბრუნავი საშუალებები, უძრავი ქონება
უზრუნველყოფა ლიკვიდური ქონება


სესხის უპირატესობები:

  • ფულადი სახსრების მოზიდვა საჭირო მომენტში და იმ მოცულობით, რაც თქვენი ბიზნესის მოთხოვნილებიდან გამომდინარეობს;
  • სესხის დაფარვის გრაფიკი ზუსტად შეესაბამება თქვენი ბიზნესის სეზონურობას;
  • სესხის გაცემა ხდება თქვენი ბიზნესის საჭიროებისამებრ, ნებისმიერი მიზნობრიობით.
  • მსესხებლის ბიზნეს-საქმიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ბანკის დაფინანსების პოლიტიკას;
  • ბიზნესის ფუნქციონირება არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ბანკის უახლოეს ფილიალს.