საკრედიტო ხაზი

შეუზღუდავი რესურსი თქვენი ბიზნესისათვის

საკრედოტო ხაზი - ეს არის მუდმივად განახლებადი სესხი, რომელიც გაიცემა წინასწარ დამტკიცებული ლიმიტის ფარგლებში ეტაპობრივად, თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე. ხოლო პროცენტი დაერიცხება მხოლოდ ათვისებულ თანხას. საკრედიტო ხაზი მოქნილი და მოსახერხებელი ინსტრუმენტია თქვენი ბიზნესის საბრუნავი საშუალებების ოპტიმალური მოძრაობის

უზრუნველსაყოფად.
სესხის მაქსიმალური თანხა 1,000,000 USD
სესხის ვადა 1-24 თვე
სესხის ვალუტა ლარი, აშშ დოლარი, ევრო
დაფარვის გრაფიკი თავისუფალი (დამტკიცებული რესურსის ათვისება/დაფარვა საკრედიტო ხაზის
მოქმედების სრულ პერიოდში ხდება კლიენტის შეხებულებისამებრ)
დანიშნულება საბრუნავი საშუალებები
უზრუნველყოფა ლიკვიდური ქონება

საკრედიტო ხაზის უპირატესობები:

  • რესურსის მიღება იმ დაუგეგმავი ხარჯებისთვის, რაც დაკავშირებულია საბრუნავი საშუალებების პერიოდულ შევსებასთან;
  • საპროცენტო დანახარჯების მინიმიზაცია, რაც გამოწვეულია იმით, რომ რესურსს იყენებთ მხოლოდ მაშინ და მხოლოდ იმ ოდენობით, რაც თქვენი ბიზნესის საჭიროებიდან გამომდინარეობს. პროდუქციის რეალიზაციიდან ამონაგების მიმართვა საკრედიტო ხაზის დასაფარად შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში, ყოველგვარი დამატებითი საკომისიოების გადახდის გარეშე;
  • მსესხებლის ბიზნეს-საქმიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ბანკის დაფინანსების პოლიტიკას;
  • ბიზნესის ფუნქციონირება არანაკლებ ბოლო 6 თვის განმავლობაში.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ბანკის უახლოეს ფილიალს.