დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხი

ინსტრუმენტი თქვენი სახსრების უკეთ განსაკარგად

თუ ვითიბი ბანკში გახსნილი გაქვთ* ვადიანი ანაბარი და მისი ვადის დასრულებამდე დაგჭირდათ თანხა, აუცილებელი არ არის ანაბრის დარღვევა, რაც გამოიწვევს დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაკარგვას.

ვითიბი ბანკი გთავაზობთ დეპოზიტით უზრუნველყოფილ სესხს, რომელიც საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ შეღავათიანი კრედიტით და, ამასთანავე, არ დაკარგოთ დეპოზიტზე მაღალი საპროცენტო სარგებელი.

დეპოზიტით უზრუნველყოფილი სესხის უპირატესობები:

  • დეპოზიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი აღემატება კრედიტზე გადახდილ საპროცენტო თანხას;
  • სესხის თავისუფალი დაფარვის გრაფიკი;
  • სესხის გაცემა/დაფარვა საკომისიოს გარეშე;
  • სესხის და დეპოზიტის ავტომატური პროლონგაცია;
  • სესხის გაცემის მარტივი პროცედურა მოიცავს მხოლოდ რამდენიმე საათს;
  • სესხის გაცემა საჭიროებს მხოლოდ პირადობის მოწმობის წარმოდგენას.
  • დეპოზიტზე განთავსებული თანხა უნდა აღემატებოდეს მოთხოვნილი კრედიტის მოცულობას;
  • სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტის ვადას;
  • სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთს + 4%-მდე.

*სესხის მისაღებად შესაძლოა ასევე გამოყენებულ იქნას მესამე პირის კუთვნილი დეპოზიტი

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ბანკის უახლოეს ფილიალს.