მონეტარულ განაკვეთზე მიბმული სესხი

აღნიშნული სასესხო პროდუქტის გამოყენება საშუალებას გაძლევთ მიიღოთ თქვენი ბიზნესის განვითარებისათვის ყველაზე იაფი ფულადი რესურსი, რომლის საპროცენტო განაკვეთი მიბმული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განავეთზე შემდეგი ფომულით:


სესხის %
= მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი + ბანკის საპროცენტო მარჟა


მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
- ცვლადი სიდიდეა


ბანკის საპროცენტო მარჟა
- უცვლელი სიდიდეა

სესხის მაქსიმალური თანხა 1,000,000 ლარამდე
სესხის ვალუტა ლარი
სესხის ვადა 120 თვემდე
დაფარვის გრაფიკი თანაბარი / არათანაბარი ყოველთვიური შენატანებით ან არარევოლვირებადი საკრედიტო ხაზი
მაქსიმალური საშეღავათო პერიოდი 6 თვემდე
დანიშნულება ძირითადი / საბრუნავი საშუალებები, უძრავი ქონება
უზრუნველყოფა უძრავ-მოძრავი ქონება

სესხის უპირატესობები:

  • ფულადი სახსრების მოზიდვა საჭირო მომენტში და იმ მოცულობით, რაც თქვენი ბიზნეს საქმიანობისათვის აუცილებელია;
  • საშეღავათო პერიოდის დაწესების შესაძლებლობა საშუალებას იძლევა სესხის გადახდის გრაფიკი ზუსტად მოერგოს თქვენი ბიზნეს საქმიანობის სპეციფიკას, სეზონურობას;
  • მინიმალური საპროცენტო განაკვეთი!
  • მსესხებლის ბიზნეს საქმიანობა უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ბანკის დაფინანსების პოლიტიკას;
  • კლიენტს უნდა გააჩნდეს მინიმუმ 6 თვიანი საკრედიტო ისტორია;
  • მიმდინარე ბიზნეს საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ ბანკის უახლოეს ფილიალს.