სახელფასო პროგრამა

ვითიბი ბანკი თქვენი კომპანიის თანამშრომლებს სპეციალურ სახელფასო პროგრამას სთავაზობს. კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც ვითიბი ბანკის საბანკო ბარათებით ისარგებლებენ, დროულად ჩაერიცხებათ ხელფასი და მის განაღდებას ნებისმიერ უახლოეს ბანკომატში შეძლებენ.

სახელფასო პროგრამის უპირატესობა

3 ძირითადი უპირატესობა ორგანიზაციისთვის:

  • ფინანსური რესურსი– არ არსებობს ფინანსური ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ხელფასის გაცემასთან: ინკასაცია, სალარო და ა.შ.
  • დროის რესურსი – არ იკარგება დრო ხელფასის გაცემაზე: რიგი, პროცედურები და ა.შ.
  • ადამიანური რესურსი–  არ არის საჭირო ბუღალტრისა და მოლარის დამატებითი შტატი.

3 ძირითადი უპირატესობა ორგანიზაციის თანამშრომელთათვის:

  • ფინანსური – გამარტივებულია დაშვება საკრედიტო პროდუქტებზე; სამომხმარებლო კრედიტები ან საკრედიტო ბარათები –ათმაგი ხელფასის ოდენობით; სახელფასო ოვერდრაფტები– ხელფასის 100%, წლიური 16%-დან; საერთაშორისო ანგარიშსწორება და ანგარიშსწორება ინტერნეტით;
  • დროის ეკონომია – კომუნალური გადახდების განხორციელება დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით;
  • უსაფრთხოება –საბანკო ბარათის დაკარგვა არ ნიშნავს თანხის დაკარგვას.